სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ განათლებაში ევროპაში აპრობირებული მოდელების დანერგვა იგეგმება
03-05-2018
-
+


მთავრობა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას იწყებს. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღეს დამტკიცდება. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროფესიულ განათლებაში იგეგმება გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელების დანერგვა:  


„მოხდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია - ეს გულისხმობს ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობას; ცვლილებები იქნება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობის მხრივაც. იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა. დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩამოყალიბდება მასწავლებლის მომზადების კარიერული წინსვლის სისტემა. განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში, ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება. კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება