სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები 5 მაისიდან დაიწყება
03-05-2018
-
+


განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გულისხმობს საქართველოში განათლების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას და ახალგაზრდებში ისეთი ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას, რომელიც პასუხობს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს.

აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა.

საერთაშორისო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგძლივი გამოცდილებით. მაგ. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას (IMO) საფუძველი ჩაეყარა 1959 წელს რუმინეთში და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. დღეისათვის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 100-ზე მეტია. ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად 1967 წელს ჩატარდა პოლონეთში და დღეისთვის მასში 90-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ინფორმატიკის ოლიმპიადა (IOI) დაიწყო 1989 წელს ბულგარეთში და მასში 80-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, ქიმიის ოლიმპიადა (IChO) 1968 წლიდან ტრდება და 90-მდე მონაწილე ქვეყანას აერთიანებს, ხოლო ბიოლოგიის (IBO) ოლიმპიადა იმართება 1989 წლიდან და მასში მონაწილეობას ღებულობს 60-ზე მეტი ქვეყანა. აღნიშნულ ოლიმპიადებს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნები მასპინძლობენ.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრებ გუნდებს ბოლო 10 წლის მანძილზე მოპოვებული აქვს 3 ოქროს, 13 ვერცხლის, 64 ბრინჯაოს მედალი და 38 საპატიო სიგელი.

საქართველო 2018 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს წარადგენს ხუთ დისციპლინაში: ქიმიაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, მათემატიკაში და ბიოლოგიაში.

ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები შეირჩევა 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი დაკომპლექტება სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ინფორმტიკის ოლიმპიადის შედეგებისა და შესარჩევი ტურის შედეგად.

შესარჩევი ტურები გაიმართება შემდეგი განრიგით:

ა) მათემატიკა და ბიოლოგია:

აა) პირველი ტური - 5 მაისი

ა.ბ) მეორე ტური - 6 მაისი

ბ) ფიზიკა და ქიმია:

ბ.ა) პირველი ტური - 12 მაისი

ბ.ბ) მეორე ტური - 13 მაისი

გ) ინფორმატიკა

გ.ა) პირველი ტური - 19 მაისი

გ.ბ) მეორე ტური - 20 მაისი

შესარჩევი ტურების შედეგებისა და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებსა და სარეზერვო შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ნაკრები გუნდები მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში, რეზერვისტებთან ერთად საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან მომზადების ეტაპს.

წვრთნების დასრულების შემდეგ:

ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 49–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2018 (პორტუგალია, ლისაბონი, 21-29 ივლისი);

ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2018 (რუმინეთი, კლუჟ-ნაპოკა, 3-14 ივლისი);

გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI  2018 (იაპონია, ცუკუბა, 1-8 სექტემბერი);

დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 28-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2018 (ირანი, თეირანი, 15-22 ივლისი);

ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2018 (ჩეხეთი-სლოვაკეთი, პრაღა-ბრატისლავა, 19-29 ივლისი).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება