სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა რუსთაველის დღე აღნიშნეს
18-05-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები ქართველი ერის საგანძურს „ვეფხისტყაოსანს“ ხალისითა და ინტერესით სწავლობენ, მათთვის გასაკუთრებით ძვირფასია უკვდავი პოემის შემოქმედი, ამიტომ რუსთაველის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ წარადგინეს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც რუსთაველის დღე აღინიშნა.

სკოლის წამყვანი პედაგოგის - მარეხ ფორჩხიძის ხელმძღვანელობით, მომზადებულ ლიტერატურულ კომპოზიციაში მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მე-12 საუკუნეში რუსთაველი გვაჩვენებს, თუ როგორ ფუძნდება სამყაროში ახალი ფასეულობები - პიროვნების თავისუფლება.

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„პოემაში წარმოჩენილი იდეები არ ძველდება, არც ამ პერსონაჟებს გასდის ყავლი, პირიქით, „ვეფხისტყაოსანი“ მრავალმხრივ იპყრობს ყურადღებას, ის არა მხოლოდ პოეზიის, მეცნიერების საკუთრებაცაა - ქალაქის ცეენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას სწორად ამ კუთხით დაანახეს უკვდავი შოთას ქმნილების - „ვეფხისტყაოსნის“ პატრონყმური კონსტიტუცია, კოსმოლოგიური მასალა, ქვეყანათმცოდნეობა, ართერაპია, ძვირფასი ქვების შესახებ არსებული ინფორმაცია...
დაე, ეს წიგნი, უნათებდეს ჩირაღდანივით გზას მომავალ თაობებს! დაე, იდინოს წყაროს წყალივით, ულევ ენერგიად და ცხოვრების სირთულეებსაც ამ წიგნით გავცეთ პასუხი.
გვინდა მადლობა გადაუხადოთ ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს, ქალბატონ ლელა ფერაძეს თანამშრომლობისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება