სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეზოს კეთილმოწყობა“- კოხის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-05-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლის ქეთევან ვასაძის ხელმძღვანელობით სასკოლო პროექტი - „ეზოს კეთილმიწყობა“ გაიმართა. მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო კომპლექსური დავალება, მოსწავლეებმა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე, ბუნებაში, მოაწყვეს. 

მათ პოსტერების საშუალებით, იდეები, წარადგინეს, თუ როგორი სკოლა სურთ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან გაიმართა. სტუმრებმა მოსწავლეებს მინი ლექცია - „როგორ დავიცვათ ბუნება“ ჩაუტარეს. მათ სკოლის ეზოში ხეებიც დარგეს. 

„ძალიან საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა, ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მაბედნიერებს. მდინარე კინტრიშის ხეობაში მდებარეობს ულამაზესი სოფელი, ულამაზესი სკოლით და გონიერი ბავშვებით. მიმდინარე წლის მეორე სემესტრიდან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მე-7 კლასში პროექტზე მუშაობა დავიწყეთ.

ბავშებს აუმაღლდათ ცნობიერება ეკოლოგიურ წიგნიერებაზე, მოსწავლეებმა გააცნობიერეს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მიიღეს უშუალოდ მონაწიელობა გარემოს დაცვაში და სტუმრებთან ერთად, დარგეს ხეები სკოლის ეზოში. ღონისძიების ბოლოს, მონაწილე ბავშვებს გადაეცათ საჩუქრად მაისურები და ქუდები.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ჩემს პედკოლექტივს, დიდი მადლობა ქობულეთის სატყეოს, დიდი მადლობა ჩემს პატარებს ასეთი გულმოდგინე შრომისთვის და ჩემს ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო შამილიშვილს, რომელიც ყოველთვის გვიქმნის ჯანსაღ, პოზიტიურ სასკოლო გარემოს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება