სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი უბანი თბილისში“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა საინტერესო დავალება 
18-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეთა განმვითარებასა და მომავალ წარმატებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-6ა კლასის მოსწავლეებმა დავალება - „ჩემი უბანი თბილისში“ შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები მოამზადეს.

განხორციელებულ აქტივობაზე პედაგოგი სოფო გორგილაძე გვიყვება.

„ეს ის თაობაა, რომელიც გულწრფელად და დაუფარავად გამოხატავს საკუთარ ემოციებს - სიყვარულს, სიხარულს, პატივისცემას, გაბრაზებას, აღტაცებას და რაც მთავარია, შემოქმედებითი აზროვნების დიდი ნიჭი აქვთ.
„ჩემი უბანი თბილისში“ ეს ერთ-ერთი რიგითი დავალება იყო მე-6ა კლასის მოსწავლეებისთვის. ზოგმა თავი არ დაზოგა - ქაღალდის საინფორმაციო ველი ვერ იტევდა მოძიებულ მასალას. ზოგმა ფანქრით მოხატა და ზოგმაც საწერი კალმით, უმეტესმა დახატა და რაც მთავარია, ქაღალდზე გადატანილი ინფორმაცია ისე საინტერესოდ წარმოადგინეს, რომ აღტაცებული ვუსმენდი.
წაკითხულის გააზრება, თხრობა, აუდიტორიის წინაშე ინფორმაციის საინტერესოდ წარდგენა, ისე მოახერხეს, რომ ერთი წუთით არ გამნელებია ინტერესი.
მახარებს თქვენი მონდომება და შემართება, წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ჭკვიანო ბავშვებო - ნანუკა, მარიამ, თუთა, თორნიკე, ლიზი, ანასტასია, ელენე, გიორგი, თემო, ტასო, მარიამ, მარი და ნია - მადლობელი ვარ ასეთი ფაქიზი დამოკიდებულებისთვის“,- წერს პედაგოგი სოფო გორგილაძე. 

პედაგოგები - სოფო გორგილაძე და ირმა წითაძე მოსწავლეებს კიდევ არაერთი საინტერესო პროექტისა თუ აქტივობის განხორიცელებას უსურვებენ და მათი წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ.  

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება