სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კადეტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
18-05-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრები ეწყობა.

სკოლაში, ამჯერად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და სასწავლო კურსის ინსტრუქტორი იმყოფებოდნენ.​ 

მათ სკოლაში ქუტირის, გოჩა ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, კუხისა და გუბის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გამართეს.

სასწავლო კურსის ინსტრუქტორი და კადეტები მოსწავლეებს ლიცეუმის შექმნის ისტორიაზე, ცხოვრების წესებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ესაუბრნენ.

„ივანდიდის საჯარო სკოლაში სტუმრად მოსულ კადეტებს შორის ერთ-ერთი გახლდათ ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე, ამჟამად წარმატებული კადეტი ნიკოლოზ სულაბერიძე. რომელსაც ლიცეუმის დროშის აღმართვის ტრადიციულ ღონისძიებაში ორჯერ ხვდა პატივი დროშის აღმართვისა, საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადების დონისა და დისციპლინით გამორჩეულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება და კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავს.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ივანდიდის სკოლის კიდევ ორი წარმატებული მოსწავლე ირიცხება:  გიორგი ჩანქსელიანი და ჯიმშერ ხაჭაპურიძე. რომლებიც ასევე წარმატებით განაგრძობენ ლიცეუმში სწავლას.

„წარმატებებს ვუსურვებთ მათ და მათ გვერდით მყოფ ყველა კადეტს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება