სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
18-05-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში მოწოდებით - „არა - ომს! გავუფრთხილდეთ მშვიდობას!“ ლიტერატურული საღამო გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. ღონისძიებაზე გრიგოლ აბაშიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, სიმონ ჩიქოვანის, გალაკტიონ ტაბიძისა და დუტუ მეგრელის პატრიოტული ლექსები წაიკითხეს.

საღამოს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე უძღვებოდა, მან საინტერესოდ ისაუბრა.

დასასრულს, ლიზი გოგსაძემ და ნიკა გოგსაძემ აკაკი წერეთლის ლექსის - „ქართველი ქალი“ ინსცენირება გამართეს, შემდეგ კი ხელოვნების მასწავლებელ ლენა გოგსაძის მომზადებული თოჯინების თეატრი „კომბლე და მისი ცხვრები“ წარმოადგინეს.

„11 მაისს, როცა ცივი წვიმა ახალგაფოთლილ, ყვავილებით დატვირთვულ ხეებს ბანდა, სისინა ქარი კაპასობდა, სუსხდაკრულ თეთრ ყვავილებს თოვლის ფანტელებივით აფარფატებდა ჰაერში, ახლად ამობიბინებულ ხასხასა ბალახში კარგავდა და ტალახში რევდა, სოფელ ველევის საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაგუზგუზებულ ღუმელთან ლიტერატურული საღამო ჰქონდათ გამართული მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ისინი საუბრობდნენ გაზაფხულზე, ქალის როლზე ოჯახისა და ქვეყნის წინაშე, სამშობლოზე, ომისა და მშვიდობის თემებზე, გზადაგზა, შესაბამის თემასთან დაკავშირებით, ქართველ პოეტთა ლექსებს კითხულობდნენ. წაიკითხეს გრიგოლ აბაშიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, სიმონ ჩიქოვანის, გალაკტიონ ტაბიძის, დუტუ მეგრელის პატრიოტული ლექსები. საღამოს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე უძღვებოდა. მან აღნიშნა:„ცხოვრება ურთიერთდაპირისპირების ერთიანობაა. რა რომ კაცობრიობა არსებობს, არსებობს წინააღმდეგობები, კონფლიქტები, ომები, რომელთა საფუძველიც ადამიანთა ვნებების დაუკმაყოფილებლობაა. იცვლება დრო, იცვლებიან ეპოქები, ვითარდება ადამიანთა გონება: ჯერ კეტი თუ ქვა გამოიყენა თავდასაცავად და ნადირსა თუ მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად, მერე კეტისა და ქვისაგან უფრო მოსახერხებელი თავდაცვისა თუ თავდასხმის საშუალება შექმნა, განვითარდა მისი გონება გარემო პირობების შესაბამისად, მაგრამ ვნებები იგივე დარჩა: მოპოვება, თავდაცვა და მოპოვებულის დაცვა. ქმნიდა და დღესაც ქმნის ვნებების დაკმაყოფილების იარაღს, ძალმომრეობის საშუალებას. რომ ვუფიქრდები, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად. ყოველი ადამიანი ხომ უფლის განკაცებული სახეა, უფალი კი სიყვარულია და სიცოცხლეც მხოლოდ სიყვარულისთვის გვეძლევა. თუ აქამდე ამაღლდება ადამიანი, მაშინ საყოველთაო მშვიდობა დამკვიდრდება, რაც, სასურველი კია, მაგრამ ძალიან შორეული მირაჟია.
ქართველისათვის მშვიდობა რომ სანუკვარი რამ არის, ეს მისი ყოველდღიური მისალმებიდან ჩანს: „დილა მშვიდობისაო“, „შუადღე მშვიდობისაო“, საღამო მშვიდობისაო“, „ღამე მშვიდობისაო“ - ვუსურვებთ ერთმანეთს. თვალი არასდროს გაგვქცევია სხვისი ტერიტორიებისაკენ, გადავიხდიდით ბრძოლას და ვუბრუნდებოდით კერას, მიჯაჭვული ვიყავით მშობლიურს. ადამიანი ბუნების შვილია, „ბუნება მბრძანებელიაო“- ბრძანებს ვაჟა, მის რისხვას ვერ გავექცევით, მაგრამ ომი ხომ სამყაროს გვირგვინის - ადამიანის, ძალიან ცუდი შემოქმედებაა, მისი დაუკმაყოფილებელი მიწიერი ვნებების ავულკანება! რომელიც იწირავს უფლის სასწაულს - სიცოცხლეს. მეორე მსოფლიო ომმა ოჯახი არ დატოვა უმსხვერპლოდ. ველევის თემის სოფლებს: კვირიკეწმინდას, ველევს, ბეთლევსა და შხივანას, 152 შინმოუსვლელი ყავს. გასულ წელს გარდაიცვალა თემის ბოლო ომის მონაწილე ქალბატონი ნინო სირაძე“- ლიტერატურული საღამოს მონაწილეებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, აგრეთვე უახლოეს, გარკვეულ თუ გაურკვეველ, ომებში დაღუპულები გაიხსენეს. დასასრულ, ლიზი და ნიკა გოგსაძეებმა აკაკი წერეთლის ლექსის - „ქართველი ქალი“ ინსცენირება გამართეს, შემდეგ კი ხელოვნების მასწავლებელ ლენა გოგსაძის მომზადებული თოჯინების თეატრი „კომბლე და მისი ცხვრები“ წარმოადგინეს.
ბოლოს, კარს მომდგარი ანდრია პირველწოდებულის დღე მიულოცეს ერთმანეთს და ლიტერატურული საღამო დაასრულეს სურვილით: „არა - ომს! გავუფრთხილდეთ მშვიდობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

დამრიგებელმა ბავშვებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბავშვები დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება