სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნა
18-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული ღონისძიებები ხშირად ეწყობა

ამჯერად კი, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აქტივობით - „ოჯახი უწინარეს ყოვლისა“, აღნიშნეს. მის ფარგლებში, სკოლაში პროექტ „პატრიოტი დიასპორელის“ მოსწავლეების თევდორე და ლილე მაისურაძეების დედა ნანიკო ჯიმშელეიშვილი მიიწვიეს. მან დამსწრე საზოგადოებას თავი გააცნო და საკუთარი ოჯახი პრეზენტაციის სახით წარუდგინა.

შეხვედრა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ გახსნა, რომელმაც სტუმრებს გუთბილად უმასპინძლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას მასწავლებლები: ფ.გიორხელიძე, თ.ბობოხიძე, ი.შავგულიძე, თ.თუთბერიძე და ს.ქობალია ესწრებოდნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, აქტივობამ სასიამოვნოდ ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩა.

გარდა ამისა, ოჯახის სიწმინდის დღე პედაგოგ აზა ნაფეტვარიძის სადამრიგებლო მე-3 კლასშიც აღინიშნა.  ჩატარდა კლასის საათი თემაზე: „ჩემთვის ოჯახი ყველაფერია!“.

კლასში მოწვეული იყვნენ მოსწავლეთა მშობლები: ლიკა გილაშვილი - თავდაცვის სამინისტროს თანამნშრომელი, თამარ ბობოხიძე - მრავალშვილიანი დედა და ნინო კეპულაძე - მომავალი მრავალშვილიანი დედა.

მოსწავლეებმა საკუთარი ოჯახები წარადგინეს, ხოლო შემდეგ მშობლებს საინტერესო შეკითხვები დაუსვეს და მათგან შინაარსიანი პასუხები მიიღეს.

„17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაადგინა. მას მერე ეს დღე სახალხო დღესასწაულად, დღეცხოვლად იქცა. მე-3 კლასში კლასის საათს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელიც კარგად ორგანიზებული და შინაარსიანი აქტივიბით კმაყოფილი იყო, ამიტომ მოსწავლეებს სიურპრიზი გაუკეთა და ყველა მათგანი სპორტული ფორმებით დაასაჩუქრა. საჩუქრები პირადად გადასცა სპორტული კლუბების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი კუჭავამ. მადლობა მათ კეთილი ჟესტისთვის.
ბოლოს, გამოფინეს სტენდი: „ჩემთვის ოჯახი ყველაფერია!“ ბავშვები სტუმრებს მოეფერენ სიმღერითა და ცეკვით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება