სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სულ სხვა ელფერი ჰქონდა კოცონის გარშემო შესრულებულ სიმღერებს, წარმოთქმულ ლექსებს“ - მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობები ბუნებაში
17-05-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა.

სკოლის IV ბ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი - ანა რცხილაძე გახლავთ, აღნიშნული დღე არაფორმალურ გარემოში აღნიშნეს.

„სულ სხვა ელფერი ჰქონდა კოცონის გარშემო შესრულებულ სიმღერებს, წარმოთქმულ ლექსებს, მასწავლებელთან საინტერესო საუბრებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე თემატური ნახატები შექმნეს და ბუნებაში სპორტული თამაშები -  საინტერესო და მხიარული აქტივობები გამართეს.

ატივობებში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

„საინტერესო და მხიარული აქტივობებით დატვირთული დღე  იყო, რომელიც IV ბ კლასის ისტორიაში ერთერთი ნათელი ფურცელი იქნება“, - ამბობენ სკოლაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება