| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნახატები, პლაკატები და რიწის ეროვნული ნაკრძალის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ მოძიებული ინფორმაცია სლაიდშოუს მეშვეობით, წარადგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს აფხაზეთის კულტურის, ისტორიული ფაქტებისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.
„მოსწავლეებმა სკოლაში წარმოადგინეს ულამაზესი ისტორიული ადგილებისა და ნაკრძალების ფოტოები. დიდი მადლობა მათ ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში