| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი მასწავლებელ ნონა ხმალაძესთან ერთად, „ვენდისში“ იმყოფებოდნენ, სადაც მზარეულის პროფესია „შეისწავლეს“.
„მოსწავლეებმა, დააგემოვნეს საკუთარი ხელით მომზადებული ბურგერი და ფრი, მიიღეს „ვენდის საუკეთესო შეფის“ სიგელები და ბავშვთა გასართობ სივრცეში გაერთნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა საჭირო უნარები შეიძინეს, დრო კი ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ აღნიშნულ დღეს ასევე მზიურის პარკი მოინახულეს და დადებითი ემოციით დაბრუნდნენ სახლში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში