სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუსიკათერაპია“ - აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მე-10 კლასში შთამბეჭდავი პროექტი ხორციელდება
17-05-2023
-
+


აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მე-10 კლასში, პროექტი - „მუსიკათერაპია“, მიმდინარეობს. 

პროექტი მუსიკის საგანში, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით ხორციელდება, რომლის მიზანია მუსიკათერაპიის, როგორც ინოვაციური მკურნალობის მეთოდის გაცნობა და გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი უფროსი მასწავლებელი თეა ყოლბაია გახლავთ.

პროექტის შუალედური აქტივობები მე-3 კლასში მე-10 კლასელმა მოსწავლეებმა - თაკო ხურციამ, ლიზი ხურცილავამ და მარიამ ადლაიმ განახორციელეს. 

უფროსკლასელები მონაცვლეობით საუბრობდნენ მუსიკათერაპიის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ, გამოიყენეს სახალისო აქტივობები, რიტმული თამაშები, მოუსმინეს პატარებთან ერთად მუსიკას, ხოლო პატარებმა მუსიკის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცეს ქაღალდზე ნახატების სახით.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს განათლების ძირითად მიზნებს, იმ ღირებულებებს, ცოდნას და უნარებს, რომელიც ზოგადი განათლების დასრულების შემდეგ უნდა გააჩნდეს მოსწავლეს. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს წარმოსახვა, შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნება და ემოციური სფერო; გამოუმუშაოს ხელოვნების ნიმუშებისა და მუსიკის აღქმის, შეფასების, გარემოს შეცნობისა და მისი მხატვრული ასახვის უნარები და ამით ხელი შეუწყოს თვითგამოხატვის განსხვავებული საშუალებებისა და ფორმების დაუფლებას.

„ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტუალური ხდება ინტეგრირებული გაკვეთილებისა თუ სასწავლო პროექტების დაგეგმვა-წარმართვა. ასეთი ტიპის გაკვეთილებისა თუ პროექტების ჩატარება, მოითხოვს გარკვეული პრინციპების დაცვას. ასეთი მოდულით მუშაობის პროცესში მასწავლებელს შეუძლია დაანახოს მოსწავლეს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება