| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო კონკურსი და შეჯიბრი იმართება.
ამჯერად, სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტის - „ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში“ ფარგლებში, სპორტულ გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
შეჯიბრში სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ, სადაც მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღნიშნულ დღის მონაწილე ასევე ცეკვის ანსამბლი - „ალავერდი“ იყო, რომლის ხელმძღვანელი გიორგი ასრატაშვილი გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა - ოთო დევდარიანმა განახორციელა.
„დიდი მადლობა აღნიშნული პროექტის განხორცილებისთვის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს - ოთო დევდარიანს, ასევე, მადლობა ცეკვის ანსამბლს - „ალავერდი“ და ხელმძღვანელს გიორგი ასრატაშვილს, რომელმაც დღე ქართული ცეკვებით გაგვილამაზა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ოლიმპიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში