| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შექმოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე, ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელიც სამ ეტაპად წარიმართა.
მონაწილეობდნენ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასების ქართული და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
დასკვნით ეტაპზე ყველა მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს წარმატებულის სერტიფიკატი.
კონკურსი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა.
„უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი რომ, ბავშვებიცა და კათედრის ყველა მასწავლებელიც ხალისით ჩაერთო კონკურსში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა მათგანს, განსაკუთრებით კი სკოლის დირექტორს ბატონ რიზვან უსუფოვს ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში