| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში პოეზიის საღამო - „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ გაიმართა.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მათ იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
„მეათეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებისათვის სულის სილამაზის, ერთგულებისა და სიყვარულის ცეცხლი დაანთეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პოეზიის საღამოს, მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად აფორმებდნენ - მუსიკის მასწავლებელი - თინა ღლონტი და ქორეოგრაფი - ზურა წულაძე.
პოეზიის საღამოს ორგანიზატორი კი კლასის დამრიგებლის თეონა ძირკვაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში