სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება“- წყალტუბოს N1 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება საინტერესოდ შეაჯამეს
16-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პრიფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ისინი მათ სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს, საინტერესო აქტივობებსა და კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, თამო გრიგოლიას სადამრიგებლო - VI კლასში, საგანში - ჩვენი საქართველო, კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მას მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე უძღვებოდა, თემა კი თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება იყო.

მოსწავლეებმა როგორც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ხელით საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს, რომლებზეც სხვადასხვა რელიგური აღმსარებლობისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობები და რელიგიათა ძირითადი მახასიათებლები დაიტანეს.

როგორც მასწავლებლი ამბობს, მოსწავლეებმა ბუკლეტში თვალნათლივ ასახეს, თუ რაში გამოიხატება საზოგადოებრივ საკულტო ნაგებობებს შორის განსხვავებები, ისაუბრეს რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების რელიგიური მრავალფეროვნება ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნებისათვის და რა აერთიანებთ სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, იმსჯელეს რომელი საერთო წესების, ღირებულებების, ტრადიციების საფუძველზე ურთიერთობენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცნობილი ადამიანების - ოლივერ უორდროპის, სერგო ფარაჯანოვის გამონათქვამები თბილისის, როგორც საოცრად ტოლერანტული ქალაქის შესახებ მოიყვანეს.

„კომპლექსური დავალება ორიენტირებული იყო სამიზნე ცნებებზე: მრავალფეროვნება და საზოგადოება; თბილისი წარმოადგენს რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქალაქს, სადაც ერთმანეთის გვერდით შეგიძლია იხილო სხვადასხვა რელიგიის სალოცავები და განსხვავებული აღმსარებლობის წარმომადგენლები.
როგორც პედაგოგი თანდათან ვაცნობიერებ კომპლექსური დავალების მნიშვნელობას, როგორც ხელშემწყობ ინსტრუმენტს, განუვითაროს მოსწავლეებს სააზროვნო უნარები. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ მოისმინა და დადებითად შეაფასა მოსწავლეთა ძალისხმევა“,- აღნიშნავს მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება