სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მცენარეები ჩვენს ცხოვრებაში“ - რიყეთის საჯარო სკოლაში საინტერესო სოციალური პროექტი განხორციელდა
16-05-2023
-
+


მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ, ამ მიმართულებით, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი საინტერესო პროექტებში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლელების: თეონა კოჩალიძის, მაიკო კოჩალიძისა და ასევე სხვადასხვა საგნის მასწავლებლების - ნანა ქედელიძის, ლამაზა ხოზრევანიძის, მაგული ართმელაძის დახმარებითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, სოციალური პროექტი - „მცენარეები ჩვენს ცხოვრებაში“ ჩატარდა.

„შეუფასებელია მცენარეთა როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. ბევრი მიიჩნევს, რომ ადამიანმა თანამედროვე დონეზე განვითარება მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გარს მცენარეული სამყარო ერტყა, რომელიც მას აძლევდა ყველაფერს, რაც კი არსებობისთვის სჭირდებოდა: საკვებს, სამშენებლო მასალებს, საწვავს, წამლებს, საღებავებსა და სხვა სასარგებლო ნივთებს. მცენარეთა როლი არც სადღეისოდ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა და გაცილებით შესამჩნევი გახდა - ისინი ჩვენთვის მატერიალური კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ესთეტიკური სიამოვნების წყაროს წარმოადგენენ - ამ მიზნითა და შემართებით განხორციელდა პროექტი. ყოველივე კი მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთ კომპონენტს სრულმნიშვნელოვნად ეხმიანება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ.

მათ სკოლის ეზოში მცენარეები დარგეს და გარემო გაამწვანეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლის ეზო, ულამაზესი ჭადრებით იწონებს თავს, მცენარეებით გამრავალფეროვნება სასიამოვნო დამოკიდებულებასთან ერთად, სასარგებლო ფორმებსაც უზრუნველყოფს. მცენარეების შესახებ თეორიული ცოდნა არასაკმარისია. ტრანსფერიც აუცილებელ მოცემულობას წარმოადგენს. ყოველივე მოსწავლეებში იწვევს უდიდეს ინტერსს, თუ როგორ მოუაროთ და დავიცვათ მცენარეები. ბავშვობის პერიოდში მიღებული ინფორმაცია, ქმედითი ნაბიჯები, კეთებით სწავლების პროცესი, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რასაც უპირატეტესობას ვანიჭებთ ჩვენ ყველა ერთად და ერთსულოვნად. ჩვენ გვჭირდება სუფთა გარემო, ჩვენ ჯანმრთელობას უდიდესწილად მცენარეებთან ურთიერთობა განსაზღვრავს...და ბოლოს მოგიწოდებთ ყველას ვიზრუნოთ ეკოსისტემაზე და დავტკბეთ ბიომრავალფეროვნებით. მადლობა დღევანდელი დღის შემოქმედებს. უღრმესი მადლობა ნამუშევრების ავტორებსა და მათ პედაგოგს. ყველას წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დარგვის პროცესი საინტერესოდ, წარიმართა, რაზეც ქვემოთ მოცემულ კადრში შეჩერებული მასწავლებლების და მოსწავლეების ემოციებიც მეტყველებს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება