სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეები ღვაწლმოსილ პედაგოგსა და „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეს - ანრო ცირეკიძეს შეხვდნენ
16-05-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა საინტერესო ადამიანთან შეხვედრებს აწყობს.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ პროექტის - „ოკრიბის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ანრო ცირეკიძესთან, ღვაწლმოსილ პედაგოგთან, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნესთან შეხვედრა მოაწყო.

„ქალბატონი ანრო არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული, ღირსეული ადამიანი, რომელმაც ისტორია შექმნა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმართან ასევე მოეწყო ბლიც-ინტერვიუ, რომელსაც უძღვებოდა პედაგოგ ანრო ცირეკიძის მოსწავლე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

„საინტერესოდ წარიმართა თამაში - ლოტო „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა ქალბატონ ანრო ცირეკიძეს. ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ X ბ კლასის მოსწავლეებს, რომელთა დამრიგებელი მაია აბესაძე გახლავთ. ეს იყო „ვეფხისტყაოსნის“ ზეიმის დღე, გულახდილობისა და სიყვარულის, ერთმანეთისადმი სითბოს გამოხატულების დღე“, - გვიყვებიან სკოლაში.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება