სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
16-05-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

სკოლას, ესთეტიკური აღზრდის კათედრის, კერძოდ კი მაკა სოფრომაძის ინიციატივით, გოგონათა ანსამბლი - „ფერიები“ , ასევე კურსდამთავრებულები: თამარ ლაღიძე, გვანცა ვარდოსანიძე, თინიკო არსენიძე და ნათია ტოფაძე ანსამბლის ხელმძღვანელთან, ნინო ხაჭაპურიძესთან ერთად ესტუმრნენ.

„სცენაზე ამ დღეს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძველი და ახალი თაობის ნორჩი შემოქმედები. საინტერესო იყო „ფერიების“ შექმნის ისტორია. იყო აპლოდისმენტები, მუსიკა, სიმღერა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანსამბლ „ფერიებს“ მიესალმნენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი - შოთა ჯინჯიხაძე და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი - ნანა ამბროლაძე.

„დიდი მადლიერებით, სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე სიტყვებით მიმართეს „ფერიებმა“ აღმზრდელ პედაგოგებს, მოსწავლეებს. მათ სამახსოვრო, სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად და გადაწყვიტეს, რომ დააარსონ სტიპენდია - „საუკეთესო შემოქმედი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„სკოლაში უმცროსკლასელ გოგონათა ანსამბლი „ფერიები“ 1997-1998 სასწავლო წლებში შეიქმნა ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, შოთა ჯინჯიხაძის ინიციატივით, რომლის ხელძღვანელი და სულისჩამდგმელი ნინო ხაჭაპურიძე გახლდათ. წლების მანძილზე „ფერიების“ გამოჩენა სცენაზე დიდი ზეიმი იყო. 2000-2001 სასწავლო წლებში ანსამბლმა მაყვალა ქასრაშვილის სახელობის კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა კონკურსში გრანპრი მოიპოვა, ხოლო 2003 წელს საყმაწვილო დელფიადის გამარჯვებულები გახდნენ. წარმატება წარმატებას ყოველწლიურად მოსდევდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებები მისი დაარსებიდან, აქტიურად იმართება და ასევე 60 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში მრავალ საინტერესო ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება