| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში, პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში მუსიკის მასწავლებელმა - მანანა სტურუამ შემეცნებითი გაკვეთილი - „მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვა“ ჩაატარა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად ჩაერთნენ.
„პატარები სწორად და გააზრებულად წარმოთქვამდნენ ნასწავლ მუსიკალურ ტერმინებს, ასახელებდნენ მუსიკალურ საკრავებს, რომელიც რესურსის სახით წინასწარ მოამზადეს მასწავლებელთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი იყო საინტერესო და მოსწავლის ცოდნაზე ორიენტირებული.
„ამის საფუძველზე მოსწავლეები გამოიმუშავებენ მუსიკალური მელოდიის ფონზე შექმნილი ნახატის კონცენტრირებას გარკვეულ ფერებში - მოსწავლეები მკვეთრად შეიგრძნობენ მუსიკალურ რიტმს“, - გვეუბნებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში