სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის ​საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა მასშტაბური დასუფთავების აქცია 
15-05-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის პედაგოგ დალი ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, დასუფთავების აქცია მოეწყო.

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითქმის მთელი სოფელი დაასუფთავეს: სკოლის ტერიტორია, ცენტრალური გზა და მისი შემოგარენი, ეკლესიასთან მისასვლელი გზა და ეზო, სოფლის სტადიონი, მდინარის ნაპირები.

„მადლობა დასუფთავების აქციის მონაწილე ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და სკოლის დირექტორს, ბატონ პეტროს ტონოიანს, რომელმაც მოგვამარაგა დასუფთავებისთვის საჭირო რესურსებითა და აქციის დამთავრებამდე ჩვენ გვერდით იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს.

„ბავშვებმა თავიანთი ხელით დაწერილი პლაკატებით მოუწოდეს სოფლის მოსახლეობას აქციაში ჩართვა, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ შემოგვიერთდა. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებრივი რესურსები ჩვენი შვილებისგან ვისესხეთ, მას ყოველდღიურად თუ არ გავუფრთხილდით, კატასტროფას ვერ ავცდებით! დედამიწა ჩვენი სახლია!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება