| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო შეხვედრა განხორციელდა.
8 მაისს, სკოლაში მოეწყო შეხვედრა მწერალ - თამარ გეგეშიძესთან.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მწერლის შემოქმედებიდან: „სული ჩიტი“, „საშლელები“, „ჩუმად უნდა იჯდე“, უკვე მოზარდების საყვარელ წიგნებად იქცა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე საოცრად თბილი, უშუალო, ხალისიანი განწყობა სუფევდა. ახალგაზრდებმა შეკითხვები დაუსვეს საყვარელ ავტორს და მას თავიანთი შესრულებული ილუსტრაციებით თავი მოაწონეს.
აღსანიშნავია, რომ ძალიან ემოციური იყო თამარის შეხვედრა ყოფილი პედაგოგებთან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის პედაგოგები რუსუდან თოიძე და ქეთი ქაჯაია.
უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში „ჩვენი მწერლების“ (სკოლის კურსდამთავრებულების) კვირეული დაიწყო!
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ თამუნა ჩვენი სკოლის აღზრდილია, ხოლო დედამისი, მარინა მამალაძე დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია ჩვენთან“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მორიგი შეხვედრა 10 მაისს გაიმართა, მოსწავლეები ბათუმელ პოეტებს: გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს, შეხვდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმრებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ახალგაზრდებს ესაუბრნენ თანამედროვე ქართული პოეზიის, ზოგადად, ლიტერატურისა და ავტორების შესახებ.
დასამახსოვრებელი შეხვედრა უაღრესად საინტერესო, უშუალო გარემოში წარიმართა.
პოეტებმა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს საჩუქრად, აღსანიშნავია, რომ გენრი დოლიძე ამავე სკოლის საამაყო კურსდამთავრებულია.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის პედაგოგები: ქეთი ქაჯაია და რუსუდან თოიძე.
ასევე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა ფილოლოგ, საბავშვო მწერალ, სკოლის კურსდამთავრებულ ნინო ლომიძესთან.
შეხვედრა, სკოლაში 11 მაისს გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებისთვის, მწერლის შემოქმედებიდან განსაკუთრებით საყვარელი ნამუშევარია - „უშბა და მეგობრები“.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, ავტორმა თავად „გააცნო“, პატარებს ძაღლი უშბა, წაუკითხა მონაკვეთები წიგნიდან, უპასუხა მათ შეკითხვებს.
„ასეთი თბილი და უშუალო, კეთილგანწყობილი და მხიარული შეხვედრა მწერალთან დიდხანს დაამახსოვრდებათ ყმაწვილებს“,- შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება