სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს“ - კახა კალაძე
02-05-2018
-
+


კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. 

„მინდა გამოვეხმაურო მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას. არაერთი შეხვედრა შედგა მერიაში, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს. შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ. ჩემთვის, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების. არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანები და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამაზე მე ვისაუბრებ და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, დილიდან, შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა განაცხადეს. „ერთობა 2013“-ის მოთხოვნაა, რომ მეტროს მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს.

3 მაისს, შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება