| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლილი ცქიფურიშვილის ხელმძღვანელობით, დავით კლდიაშვილის შემოქმედება „გააცოცხლეს“. მოსწავლეებმა „დარისპანის გასაჭირის“ მიხედვით, მინი სპექტაკლი დადგეს. ნაწარმოების მთავარი სათქმელი შემოქმედებითად გადმოსცეს და ერთდრიულად ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი ამბავი სასკოლო საზოგადოებას მათი ხედვით წარუდგინეს.
წარმოდგენით მოხიბლული სასკოლო საზოგადოება მასწავლებელსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის.
„ბრავო მასწავლებელს, ბრავო მოსწავლეებს! მადლობა თქვენ ასეთი წარმოდგენისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში