სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეები კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდნენ 
10-05-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შეუერთდა.

სკოლა მცირეკონტიგენტიანია, შესაბამისად სკოლის ორივე მოსწავლე კვირეულში მასწავლებლებთან ერთად ჩაერთო.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა ისტორიის მასწავლებელ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით.

მეექვსეკლასელი ლიზი გოგსაძე აფხაზეთის ისტორიულ ძეგლებს, მათ წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობას გაეცნო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბედიის მონასტერი, სადაც განისვენებს ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III.

მოსწავლემ თემაზე, შესაბამისი ინტერნეტ რესურსების გამოყენებით იმუშავა, მან ბედიის მონასტრის წარსული შეისწავლა, მისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა შეაფასა.

ბედიის მაგალითზე მოსწავლისთვის ადვილად აღქმადი გახდა საფრთხეები, რომლებიც ქართულ ძეგლებს ექმნებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მან გააცნობიერა ქართველებისა და აფხაზების საერთო მემკვიდრეობაზე ერთობლივად ზრუნვის საჭიროება. 

მოსწავლემ შექმნა და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმოადგინა ელექტრონული წიგნი - „ბედია - ჩვენი მემკვიდრეობა“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სამშობლოსათვის დაღუპული გმირები, გამოითქვა აზრი, ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე, მათ იმსჯელეს მტრობით დანგრეულის, სიყვარულით, რაც შეიძლება, მალე აღდგენის შესახებ.

„ბავშვებმა გამოთქვეს იმედი, რომ ახლო მომავალში აფხაზები და ქართველები ერთად დავიცავთ ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება