სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუზეუმი ყუთში“- ხონის N2 სკოლის ეზოში, ინგლისური ენის მასწავლებლის - ალისა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით, გამოფენა გაიმართა
10-05-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიმართულებით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელმა ალისა ჩარკვიანმა აქტივობა - „მუზეუმი ყუთში“ (Museum in a box) განახორციელა. მის ფარგლებში, Vა და VIII კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზოში გამოფენა მოაწყვეს, სადაც თავიანთი ხელით შექმნილი ორიგინალური ნამუშევრები - „მუზეუმის ექსპონატები“ გამოფინეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე წარადგინეს, რითაც ინგლისური ენის ლექსიკა გაიმდიდრეს და საპრეზენტაციო უნარები გამოამჟღავნეს.

„არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მოსწავლეებს უვითარებს ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, მაგალითად კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითად აზროვნების, წიგნიერების, ციფრული, სოციალურ-კულტურული უნარებს. ამ უნარების დაუფლებით, მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება და მეტად თავდაჯერებული ხდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება