სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერულ პროგრამირებას ეუფლებიან
01-05-2018
-
+


საპილოტე სკოლებში JavaScript-ის  სწავლება უშუალოდ პროგრამული კოდის  წერის მეთოდით Khan Academy პლატფორმის გამოყენებით დაიწყო. 

მოსწავლეები დაეუფლებიან JavaScript პროგრამული ენის და ProcessingJS ბიბლიოთეკის გამოყენებას მხიარული ნახატებისა და ანიმაციების შესაქმნელად. 

პროგრამირების სწავლა ხელს უწყობს მოსწავლის ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას, რაც ამ პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.   

კოდინგის სასკოლო კლუბების პროექტში ქუთაისის N33 საჯარო სკოლაც ჩაერთო. 

კლუბში ონლაინ-გაკვეთილებით 20 მოსწავლე მეცადინეობს. 

გაკვეთილების ინსტრუქტორი ექსპერტი სოფიო შინჯიკაშვილია, ხოლო ფასილიტატორი - სკოლის პედაგოგი მაია კაკაბაძე. 

კლუბში უკვე 12 მეცადინეობა ჩატარდა შემდეგ თემებზე: პროგრამირების შესავალი, ხატვის საწყისები, გაფერადება,  ცვლადები, ანიმაციის საწყისები, ინტერაქტიული პროგრამები, ზომის შეცვლა ცვლადებით, ტექსტი და სტრიქონები, ფუნქციები, ლოგიკა და If დებულებები, პროგრამების გამართვა. 

„საინტერესოდ და მოსწავლისათვის გასაგებ ენაზეა დაგეგმილი ყოველი გაკვეთილი, რომელიც მოიცავს სასწავლო ვიდეოს, განმამტკიცებელ ინდივიდუალურ სამუშაოს და დავალებას პროექტის სახით. ყველა მოსწავლე მეცადინეობს თავისი პროფილით, ინსტრუქტორი ბიზნეს სკაიპით არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მის გაზიარებულ ეკრანს ყველა მოსწავლე ხედავს პროექტორის საშუალებით, ინსტრუქტორი მოსწავლეთა პროგრესს ონლაინში აკონტროლებს, მარტივი და გასაგები ენით აძლევს მოსწავლეებს საჭირო ინსტრუქციებს, პასუხობს მოსწავლეების შეკითხვებს და მოსწავლეებიც პასუხობენ მის გამოწვევებს. ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან. გაკვეთილები ნამდვილად საინტერესო და სახალისოა“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება