სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოხნარის საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობით ღონისძიება ჩატარდა
01-05-2018
-
+


კოხნარის საჯარო სკოლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. 

კერძოდ, ჩატარდა პოეზიის საღამო -„ენა დედაა ერისა“, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა  სხვადასხვა პოეტების  შემოქმედებებიდან ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ახალაძემ მოამზადა. მას მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ. 

ამავდროულად, სკოლაში შემდეგი პროექტი - „დედა სულ ჩემს გვერდითაა“ მოეწყო. ღონისძიება  მშობელთა ჩართულობით ჩატარდა და ძალიან საინტერესო გამოვიდა. მონაწილეობა პირველი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად მიიღეს. ღონისძიება მასწავლებლებმა ლუიზა კეშელავამ, დარეჯან კეშელავამ, მაია ჯანელიძემ და ბელა ქემოკლიძემ მოამზადეს. 

სკოლას არც დედაენის დღე გამორჩენია - შესაბამის ზეიმში მონაწილეობა მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ორგანიზატორები კი გახლდნენ მასწავლებლები: ლია კეშელავა, მარინა ბედინეიშვილი, მელანო მეფარიშვილი და ნინო გიორგაძე.

და ბოლოს, კოხნარის საჯარო სკოლაში კლასის საათი ჩატარდა, სახელწოდებით - „მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“. მონაწილეობა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კლასის საათს მასწავლებელი მედეა კვინტრაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება