სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველად საქართველოში! - ზაფხულიდან ლტოლვილ მოსწავლეთა მასწავლებლები გადამზადდებიან
01-05-2018
-
+


დღეს, 1-ლ მაისს 16:00 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება პროფესიული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია, სახელწოდებით „სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა ლტოლვილ მოსწავლეთა ინტეგრაციისათვის სასკოლო საზოგადოებაში“.

ბოლო წლებში საქართველოში იმატა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ მოსწავლეთა შემოდინებამ. მათი ინტეგრაციისთვის სასკოლო საზოგადოებაში უმთავრესი როლი უჭირავს მასწავლებელს. სწორედ ამიტომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშროლობით შეიქმნა პროფესიული განვითარების ზემოაღნიშნული პროგრამა.

პროგრამაში გამოყენებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მასალები და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რა მიზეზით შეიძლება გახდეს ადამიანი ლტოლვილი; რა სამართლებრივი დოკუმენტები იცავს ომის მსხვერპლს; რასაერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს ლტოლვილებთან მიმართებით; რა თავისებურებებს აწყდებიან მასწავლებლები ლტოლვილ ბავშვებთან.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ზაფხულიდან გეგმავს ყველა იმ მასწავლებლის გადამზადებს, ვინც ლტოლვილ მოსწავლეებს ასწავლის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება