სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა“ - ნინო ლომჯარია
01-05-2018
-
+


„მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა,“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

ომბუდსმენის შეფასებით, მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა, რასაც სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს. ნინო ლომჯარია ბავშვთა მიმართ პრობლემებზე საუბრისას როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახის, მასწავლებლებისა და თავად მოზარდების პასუხისმგებლობაზე და მათი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის მრავალი ფაქტი გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს არის სფერო, რომელიც დაფარული პრობლემაა. პირველ რიგში ხდება ბავშვთა უფლებების უგულვებელყოფა და არამარტო ზრდასრულების მიერ. 

ძალიან გახშირებულია ძალადობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც ოჯახში, ისე სასწავლებლებში. სახალხო დამცველს ჰქონდა ანგარიში, რამაც საგანგაშო შედეგები დადო და აღმოჩნდა, რომ თუნდაც იგივე სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია, რომელსაც ბუნებრივად და ნორმად მიიჩნევს მასწავლებელთა დიდი ნაწილი და ბავშვებისთვისაც თითქოს მისაღებია. 

საგანგაშოდ მაღალია სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის და თუნდაც ბულინგთან ბრძოლაში.

მასწავლებლები არ არიან მზად, იდენტიფიცირება მოახდინონ, თუნდაც სკოლაში შევიწრობების ფაქტების. ფაქტობრივად არ გვაქვს მსხვერპლი ბავშვის დახმარების სისტემა და მაგალითად, ქვეყანაში არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი. სულ 11 ფსიქოლოგია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რაც პრობლემას ადასტურებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება