| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა.
სკოლაში ჩატარდა, (გვახსოვს 1978 წ. 14 აპრილი!), ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი თამაზე - „ჩუქურთმოვანო ენავ, ქართულო!“, რომელსაც მასწავლებელი ნინო ახალაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი - „1978 წლის 14 აპრილი!“. მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს პრეზენტაციები დედაენის შესახებ. აგრეთვე წაიკითხეს აკაკი წერეთლის ლექსი - „ანიდან ჰოემდე“!
„მოსწავლეები თავიანთი ხელით გამოჭრილ ქართულ ასოებს კიდევ ერთხელ ესათუთნენ და პატივი მიაგეს საუკუნოვან მშობლიურ ენას. გაკვეთილი პოზიტიურ გარემოში წარიმართა და დასრულდა გოგი დოლიძის უკვდავი ჰანგებით - „ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ, შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!“.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება