სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუახევში მასწავლებელთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა
30-04-2018
-
+


შუახევში მეორე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენცია შუახევის რესურსცენტრის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ხიჭაურის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია - „წარმატებული სასწავლო პრაქტიკა და სწავლების ინოვაციური მეთოდები“ ჩატარდა. 

კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.

კონფერენცია საზეიმოდ გახსნა შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ.

მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერის მოადგილეები რუსუდან შავაძე და ომარ ტაკიძე, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ნატარიძე.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი მასწავლებლები, შუახევის რაიონის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო180-მა პედაგოგმა. 

კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარულ და სექციურ მოხსენებებს 6 სექციურ ჯგუფში. 

სექციურ ჯგუფებში სულ წარმოდგენილი იყო 46 მოხსენება შემდეგი მიმართულებით: ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასი, გეოგრაფია/ისტორია/სამოქალაქო განათლება, ქიმია/ბიოლოგია/ბუნებისმეტყველება, მათემატიკა/ფიზიკა, უცხო ენა (ინგლისური ენა/რუსული ენა).

სექციის ხელმძღვანელები იყვნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები.

მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მოხსენებებს შორის იმართებოდა დისკუსია- განხილვები. 

კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება