სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აგროჟურნალისტური ტრენინგი გაიმართა
30-04-2018
-
+


25-29 აპრილს, MARCY CORPS-ის, ალიანსები მცირე კავკასიაში და შვეიცარის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის, მაუწყებელთა ალიანსისა და  სომხეთის მედიის ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით - აგრომედიატური და აგროჟურნალისტური ტრენინგი გაიმართა.

25-26 აპრილს მონაწილეებმა მედიატურის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი  მოინახულეს, ხოლო პროექტის დასკვნით ნაწილს, 27- 29 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

27 აპრილს საინფორმაციო ტური და აგროჟურნალისტიკის ტრენინგი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე გაიმართა, სადაც პროექტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე შეხვდა და მარანი - „კოლხი“ დაათვალიერებინა. პროექტის მონაწილეებმა „სამეზობლო აგროგილდიის“ შეთანხმების სიმბოლური ხელმოწერის ცერემონიაც ჩაატარეს.

28 და 29 აპრილს, მედიატურის მონაწილეებს კსუ-ს მულტიმედია ცენტრმა უმასპინძლა.  „სამეზობლო აგროგილდიას“ სწავლებაში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ბრიტანელი აგროჟურნალისტი - ჰეზერ ბრიქსი ჩაერთო.

„სამეზობლო აგროგილდია“ მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის იმ აქტორთა გაერთიანებას, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში  სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორში მუშაობენ.

პროექტის მიზანია დარგის განვითარებისა და თანამშრომლობისათვის კოორდინაციის, ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საერთო საინფორმაციო სივრცე შეიქმნას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება