სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა
30-04-2018
-
+


ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

კერძოდ, ცოტა ხნის წინ ლაგოდეხის  პროფილით ისტორიულ მუზეუმში პედაგოგმა ოლეგ გრიგალაშვილმა სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად ღია გაკვეთილი ჩაატარა. თემები კი შემდეგი იყო:

ხელოვნება და კულტურა, - პრეზენტატორები: მარი ნიკუაშვილი, ნუნუ სიმონიშვილი, სალომე ორჯონიკიძე; რეკრიაციული ზონა, - პრეზენტატორები: ნელი ტაბატაძე, სალომე ქოქუაშვილი; შრომა, პროფესია და ჰობი - პრეზენტატორები: გიორგი ჩხიტუნიძე, თამაზ ნარინდოშვილი; რუმინელი პოეტის, შანდორ პეტეფის  პოეზია:  ,,მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ - თაზო ნარინდოშვილი; ,,მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად“ - ნინო წიქარიშვილი.

მოსწავლეებმა თავიანთი მოხსენებები მსოფლიო კულტურასთან და ხელოვნებასთან დაკავშირებით წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია eTwinning - ის პორტალზე.

ღია გაკვეთილი ევროპულ სკოლათა გაერთიანებაში  პროექტ We discover European traditions and customs-ის ფარგლებში ჩატარდა, რომლის დამფუძნებლები არიან რუმინელი პედაგოგი Camelia Guzu (faunder) და სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი - ხათუნა ასანიძე. 

ამავდროულად, მუზეუმში სტუმრობისას სოფო ლაწუნაშვილის გამოფენა გაიმართა. იგი  ფილოლოგი და თვითნასწავლი მხატვარია, რომელსაც განათლება საქართველოში აქვს მიღებული. მუზეუმში მისი ნახატების შეძენაც შეიძლებოდა. 

სკოლის დირექციის ცნობით, გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
  
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება