სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ახლო მომავალში სქემა განახლდება და გაუმჯობესდება“ - მიხეილ ჩხენკელი
30-04-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აჭარის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ის სიახლეები გააცნო, რომლის განხორიცელება უკვე დაწყებულია და უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

გაწეული მუშაობისთვის მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პრესტიჟის ასამაღლებლად, მხარდასაჭერად, მუშაობის დასაფასებლად და სისტემაში პროფესიონალი კადრების მოსაზიდად, სამინისტრო არაერთ პროექტს განახორციელებს, მათ შორის ხელფასების ზრდის მიმართულებით.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებზე, რომ მასზე დასწრების საშუალება, ყველა მოტივირებულ პედაგოგს უნდა მიეცეს. სიახლე კი იქნება ის, რომ ტრენინგების დიდი ნაწილი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, მინისტრმა პედაგოგებს პირობა მისაცა, რომ სქემაში ბიუროკრატიული ელემენტები მინიმუმამდე დავა და ის რეალურ პროფესიულ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, ახლო მომავალში სქემა განახლდება და გაუმჯობესდება.

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ ორი წლის თავზე, სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა კლასის სახელმძღვანელოს, რომელიც ყველა თვალსაზრისით, განახლებული და გაუმჯობესებული იქნება.

მინისტრმა პედაგოგებს აზროვნებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“ გააცნო, რომელიც გაზრდის სწავლის ხარისხს და საუნივერსიტეტო სივრცეს სკოლებთან დაახლოებს. მინისტრის ინიციატივით, უნივერსიტეტების ცნობილი, დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლები სკოლებში, სხვადასხვა საგნებში სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ, რაც მოზარდებს მეცნიერებისადმი ინტერესს გაუღვივებს და მათი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე და ამ კუთხით მთავარ  გამოწვევებზე ისაუბრა, რომელი მიმართულებითაც სამინისტრო თავის მხრივ, არაერთ ღონისძიებას ახორცილებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლებისა და შსს-ს სამინისტროების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და ასევე ვრცლად ისაუბრა სკოლასა და მშობლებს შორის მომავალში გასაფორმებელ კონტრაქტებზე და ბულინგთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა გზებზე. უსაფრთხოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, მინისტრის აზრით, აუცილებელია სკოლებს და რეგიონებს შორის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება, რადგან მოზარდმა ენერგია და დრო სპორტში დახარჯონ. თუმცა, მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ ბავშვების ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, სკოლასთან ერთად, ოჯახი და საზოგადოებაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება