სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ
27-04-2018
-
+


ხაჯალიის საჯარო სკოლაში, „ჩემი ბიუროს“ ორგანიზებითა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მონაწილეობით, ბულინგის, ადრეულ ასაკში ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. 

ნიგვზნიანისა და ხაჯალიის საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, რაც მათ ამ მიმართულებებით ჰქონდათ.

შეხვედრის შედეგად  მონაწილეები შეჯერდნენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის, აუცილებელია, ბავშვები ინფორმირებულები იყვნენ პრობლემის არსის და მისი სერიოზულობის შესახებ. 

დირექციის ცნობით, ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკმაოდ კარგად აცნობიერებენ, რომ ძალადობა ცალკეული ინდივიდისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებას აფერხებს; რომ ბულინგს ზიანი მოაქვს არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ - თავად ინიციატორისთვის და მოსწავლეები მზად არიან, თავიანთ სკოლებში ბულინგის ყველანაირი გამოვლინება აღკვეთონ. მათ ასევე იციან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება რისკის შემცველი მრავალი კუთხით შეიძლება იყოს, განსაკუთრებით - გოგონებისთვის.

ლანჩხუთი- ჩოხატაურის მაჟორიტარის ბიუროს ცნობით, მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები კვლავ გაგრძელედება, რაც პრევენციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება