სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები გეგუთის N2 საჯარო სკოლაში
19-04-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, პოეზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“, ჩატარდა. მასში მე-9 კლასის მოსწავლეები - მარიამ ურუშაძე, გვანცა ხოჯავა, დიმა კუხიანიძე, დამრიგებელ ნანა ჯიქიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ. ასევე, ჩაერთნენ მშობლები და მასწავლებლები.

მათ გალაკტიონის ლექსები წაიკითხეს, მის ნაწარმოებებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს და მწერლის ბიოგრაფია დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, საღამო მე-8 კლასის მოსწავლის ქეთი ურუშაძის შესრულებულმა ნახატებმა დაამშვენა. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებსაც დიდი მონდომებით ასრულებენ. მე-5 კლასში, ბუნებისმეტყველებაში კომპლექსური დავალება თემაზე - „ტურისტული სააგენტოს სარეკლამო ბანერის შექმნა“ ჩატარდა. მას მასწავლებელი ანა შაშიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

კიდევ ერთი კომპლექსური დავალება მე-9 კლასში, ისტორიაში, მასწავლებელ იზოლდა ფხაკაძის ხელმძღვანელობით შესრულდა, მისი თემა მეორე მსოფლიო ომი იყო. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება