სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი კვირეულით აღინიშნა
18-04-2023
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე კვირეულით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა: მოაწყვეს გასვლითი გაკვეთილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შეხვდნენ კალიგრაფ ანა მჭედლიძეს, რომელმაც ბავშვებს დაათვალიერებინა მუზეუმში დაცული ძველი ხელნაწერები და უამბო წიგნის შექმნის ისტორია.

ამის შემდეგ, ბავშვები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ და საინტერესო გამოფენა მოაწყეს.

აღსანიშნავია, რომ მოზარდებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნი - „გამოცანები ანბანის მიხედვით“.

კვირეულის ფარგლებში, მონაწილე მოსწავლეები, დამრიგებელ თინა ქიზიყურაშვილთან ერთად, სკოლის პირველკლასელებს ესტუმრნენ და მათთან ერთად, ხელნაკეთი ანბანის წიგნი შექმნეს, ასევე, უმცროსკლასელებს წაუკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და დაუსვეს კითხვები.

კვირეულის დასასრულს კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეები სკოლის დირექტორმა - არჩილ ჩხაიძემ სიმბოლური დიპლომებით დააჯილდოვა.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ პატარების სახით ქართული ენის ქომაგები და დამცველები დაიზრდებიან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება