| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთათვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.
აღნიშნულ აქტივობაში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგთან - ციცინო ბექაურთან ერთად, ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის XI-XII კლასების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. მათ ლექციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა შალვა თევდორაძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი უჩაძემ წაუკითხეს.
სამხედრო ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში სტუმრებისათვის სიმულაციური ცენტრისა და სამხედრო ტექნიკის დათვალიერებაც საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო