სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლიტვა-საქართველოს ერთობლივი სწავლება დასრულდა
27-04-2018
-
+


ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ლიტვა-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის დონის სწავლება რუკის გამოყენებით (MAPEX), რომელშიც აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან ერთად ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და მოლდოვის სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ.

სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ბრიგადის დონეზე განიხილეს თავდაცვისა და თავდასხმის მოქმედებები, ასევე გაეცნენ რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სტრატეგიულ გეგმას.

აღნიშნული სწავლების მიზანს საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ნატოს ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ტაქტიკური/ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენდა.

სწავლების მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საქართველოში ლიტვის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება