| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, რის შედეგადაც ბავშვები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლაში სპორტულმა ოლიმპიადამ - „მხიარული სტარტები“, აიღო სტარტი.
პირველ ეტაპზე ჩატარდა შიდასასკოლო შესარჩევი, სადაც დაკომპლექტდა 12-კაციანი გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალ საჯარო სკოლებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად გამართულ შეჯიბრში.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
მოსწავლეებში, აქტივობამ დიდი ინტერესი და ხალისი გამოიწვია. კაცხის სკოლამ დიდი კონკურენციის მიუხედავად გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდს ჭიათურის მუნიციპალიტეტისგან გადაეცა სპორტული ფორმები, სიგელი და თასი.
აღსანიშნავია, რომ მიღწეულ წარმატებაში, სპორტის პედაგოგ ვალერ სარალიძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ ეტაპისთვის კაცხის საჯარო სკოლა ემზადება რეგიონალური ტურისთვის, გამარჯვების შემთხვევაში სკოლას შესაძლებლობა ეძლევა აღმოჩნდეს ფინალურ ეტაპზე, რომელიც ივნისში გაიმართება.
„წარმატებები ჩვენს სკოლას, მოსწავლეებს და მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში