სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო რესურსით დასაჩუქრდნენ
07-04-2023
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები ხორციელდება. პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მონდომებით რთავენ და მოტივაციას უმაღლებენ.

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ელისო ენუქიძე. მან მოსწავლეებს საინტერესო პროექტი შესთავაზა, რომლითაც სურდა, გამოეკვეთა მოსწავლეთა ინტერესების სფერო და ხელი შეეწყო მათი განვითარებისთვის.

მის პროექტსა და სამომავლო გეგმებს მხარი დაუჭირა Donors.edu.ge-მ, რომელმაც დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მოსწავლეები სასწავლო რესურსით დააჯილდოვა.

მოსწავლეები საჩუქრებით აღფრთოვადნენ და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ემოციებს ვერ მალავდნენ.

სასკოლო საზოგადოება პედაგოგს ამ წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ ელისო მასწავლებელს ამ წარმატებას. წინსვლასა და ულევ სიხარულს ვუსურვებთ. მას სურდა, სხვადასხვა საკითხზე ემუშავა არაფორმალური განათლების ფარგლებში, გამოეკვეთა მოსწავლეთა ინტერესების სფერო და ხელი შეეწყო მათი გაძლიერებისა და განვითარებისათვის. ახლა, კი აქვს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩართოს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში; ბავშვებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები. სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სასწავლო პროცესი, გარემო...პროექტის წარმატებას, კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ელისო ენუქიძეს, მის მოსწავლეებსა და ჩვენს სკოლას. უღრმეს მადლობას მოვახსენებთ პროექტის დამფინანსებლებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა და პედაგოგთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება