სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში თვითმმართველობის კვირეული მოეწყო
06-04-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ნიჭიერი და სწავლას მოწყურებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი თვითმმართველობის ორგანიზებით, სხვადასხვა პროექტში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში თვითმმართველობის ინიციატივით, სამოქმედო გეგმა და პროგრამა შემუშავდა, სადაც მოსწავლეებმა დირექტორის, მასწავლებლების, კლასის დამრიგებლების ფუნქციები შეითავსეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ საგაკვეთილო პროცესს თავი შესანიშნავად გაართვეს.

„უნიჭიერესი თაობა გვყავს თავდაჯერებული, მოტივირებული, გაბედული, პრინციპული და ყველა სიკეთით შემკული. მომავალი მათია... აწმყოც... პედაგოგები ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა სკოლის ადმინისტრაციამ თვითმმართველობის კვირეული გამოაცხადა.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით, როცა მათ მიმართ, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პატივისცემით, ნდობითა და ინტერესით ანთებული თვალები ვიხილეთ.

განწყობის შექმნა, ინტერესის გაღვივება, საკვანძო კითხვები, შენიშვნის მიცემის იშვიათი კულტურა, საგაკვეთილო დროის რაციონალურად გადანაწილება, თემასა და იდეაზე მსჯელობის ზუსტი ასპექტები. მეტყველების კულტურა, უცხო სიტყვებისა და ფრაზეოლოგიზმების განმატებისა და დამახსოვრების ასოციაციური წიაღსვლები, მოვლენათა კავშირი და მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი...

გრამატიკული კატეგორიების ახსნა-განმარტებები, არგუმენტები, ზოგადი განათლების და პირადი გამოცდილების ბაზაზე და ეს ყველაფერი როდია...

ადამიანური ურთიერთობების, საქმისადმი პასუხისმგებლობითა და გუნდური პრინციპებით გამოჩენილი აქტივობები ყველაფრის მთქმელი და უდიდესი იმედის მომცემია...

ზოგადად, ცხოვრების არსი ხომ მოქმედების დრამატურგიაშია ...

ამგვარი პრაქტიკა კი ცხადყოფს მიმდინარე პროცესების შედეგებსა და ხარვეზებს.

მოსწავლეებმა ერთხმად აღიარეს, რომ მასწავლებლობა, რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესოა - ეს ფრაზა კი ყველაფერს ცხადყოფს. დროის განუწყვეტელი წრებრუნვა კი დაამტკიცებს ამ თაობის განსაკუთრებულობას“, - გვიყვება პედაგოგი სოფი გორგილაძე.

იხილეთ ფოტოები:

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება