| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ მოსწავლეები ყოველთვის აღნიშნავენ ისეთ გარემოსდაცვით დღესასწაულებს - როგორიც მდინარის დაცვის დღეა.
„ბრიტანელმა პოეტმა, აუდენმა თქვა: „ათასობით ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ და არცერთი-წყლის გარეშე“. წყალს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისთვის. 14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა. პროექტის - „ჩვენი ეკოლოგიური ნაკვალევი“ ფარგლებში შექმნილი მწვანე კალენდრის მიხედვით ჩვენც შევუერთდით ამ დღეს“,- გვეუბნებიან სკოლაში სადაც გეოგრაფიის მასწავლებელის - ნინო ხრიკაძის ხელმძღვანელობით, მდინარის დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სუფთა წყლის მნიშვნელობაზე, მდინარეების დაბინძურების მიზეზებზე, იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის წყლის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობას.
ასევე ისაუბრეს, თუ რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ შევამციროთ მდინარეების დაბინძურება.
„ყოველივე ეს დავუკავშირეთ მდგრადი განვითარების მე-6 მიზანს - სუფთა წყალი და სანიტარია, ჩვენი ამოცანაა 2030 წლისთვის მიღწეულ იქნას ყველა ადამიანისათვის უსაფრთხო და სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა. სუფთა წყალი ჯანმრთელობის საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“