| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებით აღნიშნეს.
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეა.გამოკითხვის საშუალებით გამოვლენილ საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს, ბიოლოგიის მასწავლებელმა და ღონისძიების ხელმძღვანელმა, მზია აბაშიძემ სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისის“, ადრეული განვითარების სპეციალისტი და ქცევის თერაპევტი ეკატერინე კვინტრაძე მიიწვიეს.
სტუმარმა, ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების განსაკუთრებით კი მშობლებისა და პედაგოგების როლი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საქმეში.
თერაპევტმა განსაზღვრა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას ცოდნა ძალაა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობების მიზანი სასკოლო საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება იყო აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.
„დიდი მადლობა სკოლის დირექტორს, ბატონ რომან ჯაიანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და ქალბატონ ეკატერინეს მობრძანებისთვის... სტუმარს მადლობის სიგელი გადავეცით სკოლის სახელით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში