სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ვხატავ იმას, რასაც ვხედავ და ვგრძნობ“ - თამარ ყიფიანი ზღუდერის საჯარო სკოლიდან
27-04-2018
-
+


თამარ ყიფიანი ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარია. გოგონა ზღუდერის საჯარო სკოლის მე-9 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს ხატვითაა გატაცებული. 

თამარი სამი წლის ასაკიდან ხატავს. არასდროს უვლია ხატვის კურსებზე. მისი შემოქმედება მხოლოდ ნიჭის, ფანტაზიის განუმეორებელი უნარისა და ემოციური შინაგანი სამყაროს შედეგია. უბრალოდ შეუძლებელია მისი ნახატები ნახო და დაგავიწყდეს, იმდენად კარგად გადმოსცემს მხატვრის ბუნებასა და დამოკიდებულებას.

Etaloni.ge გთავაზობთ ინტერვიუს თვითნასწავლ მხატვართან. 

- რას ნიშნავს შენთვის ხატვა და რა ასაკიდან ხატავ?

- ჩემთვის ხატვა არის, პირველ რიგში, სულის განუყოფელი ნაწილი და ჩემი ემოციების გამოსახვის ყველაზე მარტივი გზა. მე იმას ვხატავ, რასაც ვგრძნობ, რასაც ვხედავ და რასაც ჩემს თავში ვმალავ.

ხატვა სამი წლის ასაკიდან დავიწყე.  ვხატავდი ადამიანებს, რომლებსაც ყოველთვის თავდაყირა გამოვსახავდი, მაგრამ 13 წლიდან რეალისტური ნამუშევრების შექმნა დავიწყე. ასე მგონია, თითქოს, რომ დავიბადე, უკვე მქონდა საქმე რაც უნდა მეკეთებინა და არ არსებობს ჩემს ლექსიკონში სიტყვა „ხატვით დავინტერესდი“, ჩემი დაბადებით დაიბადა ისიც, რადგან ხატვა ყოველთვის ჩემში იყო.

- საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები გაქვს...

- მე ძალიან ემოციური ვარ. ამიტომ ჩემზე ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს. ერთ ჩვეულებრივ ისტორიასაც შეუძლია გამიღვივოს ხატვის სურვილი.

- შენი ნამუშევრების გამოფენა თუ გაგიმართავს?

- მხოლოდ ერთხელ მქონდა გამოფენა ჩემს სკოლაში.

- ხატვის გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული? 

- როგორც ხატვას ვანიჭებ ჩემს ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას, ასევე ძალიან მიყვარს მოთხრობების წერა და ფორტეპიანოზე დაკვრა, პეიზაჟების გადაღება, სიმღერა, განსაკუთრებით კი  გალობა, როცა ტაძარში ვგალობ, ყველაფერი ამქვეყნიური მავიწყდება.

 - აპირებ რომ ხატვას გაჰყვე, თუ სხვა პროფესიას აირჩევ?

- ძალიან მომწონს ფსიქოლოგია, რადგან მიყვარს ადამიანების მოსმენა. ასევე ვფლობ გარკვეულ ცოდნას სხეულის ენის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ადამიანი დუმილით, თავისი საქციელით უფრო მეტს გამოხატავს, ვიდრე სიტყვებით.

სამომავლოდ გავყვები თუ არა ხატვას, არ ვიცი. თან თუ გავითვალისწინებ ჩემს ხასიათს, ვერცერთ ნახატს ვერ გავყიდი, მათი უზომო სიყვარულის გამო.

იხილეთ ფოტოები და თავად შეაფასეთ თამარის ნამუშევრები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება