სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი წარმატებით ჩატარდა
26-04-2018
-
+


ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

I-IV კლასებში საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. III-VI და VII-XI კლასებში კი ნორჩ დეკლამატორთა (ლექსების და ნოველების მხატვრულად კითხვა) კონკურსი გაიმართა. 

მოსწავლეებს ესეს - „ჩემი ენა ქართული“ დაწერა და ამავე თემაზე კედლის გაზეთების შექმნა დაევალათ. შეჯიბრში V-დან XI კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. პედაგიგებმა ნამუშევრები განიხილეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.  

კვირეულის ფარგლებში ასევე ყველა კლასში სადამრიგებლო საათი - „გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქართულ ენას“ ჩატარდა. 

კვირეული გაერთიანებული ღონისძიებით დაგივირგვინდა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო..“  წარუდგინეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლემ მარიამ საყვარელიძემ რეგიონული ესეების კონკურსში თემით - „დედა ენა ქართული“ პირველი ადგილი მოიპოვა. მარიამის პედაგოგი კარინე დევნოზაშვილია. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება