სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის წევრი მასწავლებლები ონის მერს შეხვდნენ
31-03-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები  გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურად და წარმატებით მუშაობენ.

სკოლა ნოემბრის თვიდან შეუერთდა ეკოსკოლების პროგრამას, რომელსაც საქართველოში წარმოადგენს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“. აღნიშნული ორგანიზაცია 2020 წელს გახდა გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების პროგრამის წარმომადგენელი ეროვნულ დონეზე.

პროგრამა ხორციელდება პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

22 მარტს, არსებული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით, სოფელ ღების საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა ეკოკომიტეტის წევრ მასწავლებლებსა (ნუნუ ლობჯანიძე, შორენა ლობჯანიძე, ვერა ლობჯანიძე, თამარ სამსონიძე და ნათია ლობჯანიძე) და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და დასუფთავების სამსახურის უფროსი კახაბერ ჩიკვილაძე.

ისინი გაეცნენ პროექტის არსსა და მიზნებს, პედაგოგებისგან მოისმინეს წინადადებები, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად განიხილეს და გაანალიზეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის კოორდინატორმა, შორენა ლობჯანიძემ თხოვნით მიმართა მუნიციპალიტეტის მერს, რომ პროექტის განხორციელების ეტაპზე გაეწია მათთვის პარტნიორობა და აღმოეჩინა სხვადასხვა სახის დახმარება.

„საკითხის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა პრობლემის მოგვარების რეალური გზები. პედაგოგებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათგან მიიღეს სრული მხარდაჭერა, რისთვისაც ჩვენი სკოლის პედკოლექტივის სახელით ვუხდით მადლობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება