სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კომპიუტერული თამაში, რომელმაც ისტორია შექმნა“- ქუთაისის N16 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის და მისი მოსწავლეების შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
30-03-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ინგლისური ენის პედაგოგმა, ნინო ჩიტაიშვილმა XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ჩაატარა საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „კომპიუტერული თამაში, რომელმაც ისტორია შექმნა -The game that made history“.                              

მოსწავლეებმა სამუშაო თემად აირჩიეს  ყველაზე ძველი და დღემდე პოპულარული ვიდეოთამაშები და  PowerPoint Presentation-ის სახით წარადგინეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თამაშის დადებით და უარყოფით მხარეებზე, იმაზე თუ რამ გახადა ეს თამაში დღემდე აქტუალური.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ტიპის აქტივობებით მოსწავლეები სკოლაში მიღებულ ცოდნას იყენებენ პრაქტიკულ ცხოვრებაში.

„აქვე დიდი სიამაყით ავღნიშნავთ, რომ ნინო მასწავლებლის ყველა მოსწავლე საუკეთესოა და ამიტომაც გახდა Flex-ის გამარჯვებული XI კლასელი თამარ ახვლედიანი, რომელიც ამერიკაში ისწავლის“,- გვეუბნებიან დიდი სიხარულით სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება