სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები კრაკოვში გამართულ სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ
26-04-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების, ტურიზმისა და მენეჯმენტის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებით დაკომპლექტებული მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის წარმომადგენლებმა (ქეთევან იანტბელიძემ, ნინო ზოიძემ, ომარ ვიბლიანმა, გიორგი ტატიშვილმა, მარიამ ლიპარტელიანმა, გიორგი მაისურაძემ, თეონა დიღმელაშვილმა, ერეკლე ხინთიბიძემ და სალომე სურამელმა )  - ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ - კახაბერ ჯაყელთან ერთად, კრაკოვში გამართულ სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება, რომელიც 17-24 აპრილს გაიმართა, სამეცნიერო კვლევითი კოოპერაციისა და სტუდენტთაშორისი ურთიერთობების  გაღრმავებას ისახავდა მიზნად. სიმპოზიუმში ქართველ მონაწილეებთან ერთად, 250 სხვადასხვა ეროვნების სტუდენტი ჩაერთო. მონაწილეებმა ტრენინგებში, ვორქშოფებში, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. კსუ-ს სტუდენტებმა საქართველოსა და უნივერსიტეტის შესახებ მომზადებული პრეზენტაციებიც გააცნეს ფართო საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ს მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია სიმპოზიუმში, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და საერთაშორისო მენეჯმენტის ფაკულტეტის ხელმძღვანელის - პიოტრ ბულას მოწვევით ჩაერთო.

სიმპოზიუმის მონაწილეებს კრაკოვის ეკონომიკისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „Manko“-ს ერთობლივი სერფიკატები გადაეცათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება